"მიყვარხარ" - წარწერა ბარსელონაში
"მიყვარხარ" - წარწერა ბარსელონაში
ამ რამდენიმე დღის წინ ვწერდით პოეტ სოსო მეშველიანზე, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც კვლავ ესპანეთში წავიდა სამუშაოდ და მისივე სიტყვებით რომ გადმოგცეთ, ამ ჟამიანობის დროს ბარსელონაში ჩარჩა, თვითიზოლაციაში გამოკეტილი... სოსო "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს:

"რა საცოდავია ადამიანი, დღეს ცოტა ხნით ისევ გავედი აქვე, ერთ ყრუ, უკაცრიელ სკვრში, ტყისპირია, ამის იქით დასახლებები არ არის. ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდი დაძაბული, იმის შიშით საიდანღაც ადამიანი (პოლიცია) არ გამოჩენილიყო, სამშობლოდან კი არა, საერთოდ რომ
გგონია ცხოვრებიდან ხარ "ამოჭრილი" და უცებ ბილიკზე ასეთ წარწერას გადააწყდები. ისე ამაფორიაქა, არც მახსოვს რამდენჯერ ავუარ-ჩავუარე. ამაზე უცნაური რა უნდა იყოს. მეც ძალიან მიყვარხარ".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები