"ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს"
29-03-2020
"ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს"
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მოდელს არც ერთი სჯობს.

ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ყოველდღე უკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და კონსულტაციებს იღებენ.

"არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია აცხადებს, ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები. ზუგდიდში მყისიერი რეაგირება მოხდა. იტალიაში ან საფრანგეთში ასეთი შემთხვევა რომ მოხდა, იქ არავითარი რეაგირება არ ყოფილა და იმიტომ მოხდა ინფექციის გავრცელება. ზუგდიდში
ერთი ავადმყოფი დაფიქსირდა, მართალია კონტაქტი არ იყო, მაგრამ საჭირო ზომები მყისიერად განხორციელდა. შესაძლოა, საჭიროზე ოდნავ მეტიც კი და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა ცერცვაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ჯაბა
31 მარტი 2020 05:51
ასეთ დროს ყველა ქვეყანა იღებს ერთმანეთიდან კონსულტაციებს,ჩინეთს ყველაფერი წინ აქვს,არსებობს ლეგიტიმური,მწვავე სახის შეკითხვები მათ მიმართ.მე ყველას მოგიწოდებთ დაიცავით უსაფრთხოების წესები,და პანიკურ აზრებს შეუტიეთ,უნდა მოერიოთ თქვენს თავს.
Nukri
29 მარტი 2020 23:21
Jigrebi!!!
Chveni “shesanishnavi sameuli” - gaiharet da gazlierdit...

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები