ოკუპირებული გალიდან ვირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის ქალი შეიყვანეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული გალიდან ვირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის ქალი შეიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 50 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტს ციება და ხველა აღენიშნება. მას გაუკეთეს შიდა ანალიზები, რის გამოც საეჭვო გახდა კორონავირუსის ინფექცია.

მათივე თქმით, გალის მკვიდრ 50 წლის ქალს კორონავირუსის ინფექციაზე ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ტესტის პასუხები სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში იქნება.

თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 20 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.

"სოხუმის ინფექციური საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით პაციენტი გადაიყვანეს, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა", - წერს აფხაზური მედია.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ე.წ. უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბი ასევე აცხადებს, რომ 28-29 მარტს სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსის სიმპტომებით 9 ადამიანმა მიმართა, თუმცა ყველა მათგანს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.

"ინტერპრესნიუსი"