კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 6 ადამიანს კონტაქტი ბოლო 2 ინფიცირებულთან ჰქონდა.
"დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.
იხილეთ ვიდეო