"ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, საერთო ჯამში 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, აქედან 4 მძიმე პაციენტი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

"6 პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და მათ შორის, კრიტიკულიც შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენთან კი 4 მძიმე ავადმყოფი გვრჩება. 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინ აღვნიშნეთ, რომ დასტაბილურდა. დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ, ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასებისთვის როგორც სუბიექტური, ობიექტური, ისე ლაბორატორიიული მონაცემებით და თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასე სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, უნდა ველოდოთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზირება შესაძლებელი იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. აქედან 18 პირი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო