როგორი ამინდი იქნება საქართველოში მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.