მეუფე საბა: "დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი" - კვირის პალიტრა

მეუფე საბა: "დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი"

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ეპისკოპოსი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება.

მისივე განმარტებით, მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით, მან ტესტირება ჩაიტარა.

"დღეს, 3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი", - აცხადებს ეპისკოპოსი საბა.

ეპისკოპოსის განმარტებით, მან დღეს წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა.