რომელ ქალაქებში მოეწყობა საკონტროლო პუნქტები და რას გააკონტროლებენ ამ პუნქტებში? - კვირის პალიტრა

რომელ ქალაქებში მოეწყობა საკონტროლო პუნქტები და რას გააკონტროლებენ ამ პუნქტებში?

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.