კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია - რა განაცხადა გახარიამ? - კვირის პალიტრა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია - რა განაცხადა გახარიამ?

პრემიერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია. შესაბამისი განცხადება გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა, "გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას", - განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, "ის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაინფიცირდა".