კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითია.

მისივე თქმით, პაციენტები კლინიკას მალე დატოვებენ.

ამასთან, დღეს კლინიკაში შესულ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვიდზე კი უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტია. ერთი კი რამდენიმე დღის წინ გაეწერა.

"ინტერპრესნიუსი"