ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული კლინიკაში მყოფი ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია. ისინი ესპანეთიდან 20 მარტს დაბრუნდნენ.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში პასუხი დღეს ხუთ პაციენტზე მიიღეს და აქედან ოთხი უარყოფითია. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით 3 პაციენტია მოთავსებული. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"