ნატო გელაშვილი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს - რას წერს მომღერალი - კვირის პალიტრა

ნატო გელაშვილი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს - რას წერს მომღერალი

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ   რამდენიმე მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და მათ საკუთარი ფონდიდან 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს.

"მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და ერთ-ერთმა თქვენთაგანმა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის თავზე მოვლენილი განსაცდელის დასათმენად და სახლში დარჩენილ 10 სოციალურად დაუცველ და 5 მრავალშვილიან თითოეულ ოჯახს ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოეყოს 200ლარიანი ვაუჩერი ... უფალმა გამძლეობა მოგვცეს ყველას. დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით...მიყვარხართ და მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და გაბრწყინდეს, აღორძინდეს მარიამ ღვთიშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა. გთხოვთ, კომენტარებში დატოვოთ იმ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინფორმაციები ( სახელი გვარი.. პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი..აუცილებელია ვიდეო მასალა, რომელიც დაადასტურებს დასახმარებელი ოჯახების მდგომარეობას) საჯაროდ, რომლებიც საჭიროებენ ამ ღრმა კრიზისში გადაუდებელ დახმარებას...უფალს ვებარებოდეთ.. ყველაფერი კარგად იქნება", - წერს მომღერალი.

წყარო