რომელი საავდმყოფოს ექთანია კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი? - კვირის პალიტრა

რომელი საავდმყოფოს ექთანია კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი?

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაუდასტურა. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მძიმე არ არის.

არსებული ინფორმაციით, მედიკოსს ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა ტემპერატურის მატებით კლინიკას მიმართა, რის შემდეგაც მას ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები დადგენილი არიან, მედიკოსის ოჯახის წევრები კი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, აჭარაში ახალი კორნავირუსით სულ 8 პირია ინფიცირებული. რეგიონში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული. 300-მდე მოქალაქემ საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 103-ს შეადგენს. მათგან 20 უკვე გამოჯანმრთელდა.

"ინტერპრესნიუსი"