"კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურშია მოთავსებული. ეზუგბაიას განცხადებით, ამ სამის დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი.

“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო