გალიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია - კვირის პალიტრა

გალიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდა და მას ცხელება და ხველა აღენიშნება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სუნთქვის უკმარისობაც აქვს.

ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განმარტებით, შუახნის ქალს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.

ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა გუშინდელი დღის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

"ინტერპრესნიუსი"