შეეხება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს - კვირის პალიტრა

შეეხება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს

კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება.

რაც შეეხება აფთიაქების მუშაობას, როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ისინი ამ დროის განმავლობაში იმუშავებენ, მოქალაქეებს კი აფთიაქში მისვლა, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, კარანტინის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილებზე ე.წ. კომენდანტის საათის გამო შემოღებული საათობრივი შეზღუდვები არ იმოქმედებს.

ცნობისთვის, დღეს 08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით კარანტინი ამოქმედდა. კარანტინის ფარგლებში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება იზღუდება. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებენ. მსუბუქი ავტომობილის გარდა იკრძალება ყველა ტიპის ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც.