აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, ხოლო აშშ-ში ქართველი გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

იმნაძის განმარტებით, ხანშიშესულ მამაკაცს კორონავირუსთან ერთად, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. მისივე განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახთან აქტიურ კონტაქტშია.