"მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა" - კვირის პალიტრა

"მინდა პერსონალურად მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება 2200-ზე მეტ ადამიანს უკვე ჩაუტარდა და აქედან მხოლოდ 110 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, იმნაძემ მარნეულში მომუშავე ექიმებს კორონავირუსის პრევენციის სამუშაოებში გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის მადლობა გადაუხადა.

"ბოლო მონაცემებით, ეს არის 110 შემთხვევა. ეს 110 შემთხვევა არის 2200-ზე მეტი ტესტირებულიდან მიღებული, რომ ვიცოდეთ. დღეისათვის 2200 ადამიანი არის გატესტილი "პისიარ" მეთოდით.

აქვე დავამატებ სოფლის ექიმებზე. მე პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მშვენივრად თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა ის, რაც ეწერა ჩვენს გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორი, ქალბატონი, მაკა, რომელთანაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ ისევ მათი დახარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი მათი კონტაქტები და ეს კონტაქტები იყო ათეულობით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.