"რატომღაც მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში წასვლა ჰგონიათ - მოგზაურობაა ისიც, როცა ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში" - კვირის პალიტრა

"რატომღაც მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში წასვლა ჰგონიათ - მოგზაურობაა ისიც, როცა ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირების ახალ წესთან დაკავშირებით დღეს შეთანხმება უნდა შედგეს ლაბორატორიის მუშაკებს, კლინიკის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს შორის. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მოხდა თუ არა საბოლოოდ შეთანხმება ტესტირების ახალ წესებზე, ახალ ალგორითმზე და რას გულისხმობს ეს.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამაზე ძალიან დიდი გუნდი მუშაობს.

"დღეს საბოლოოდ უნდა მოხდეს შეთანხმება ლაბორატორიის მუშაკებს, კლინიკის მუშაკებსა და ეპიდემიოლოგებს შორის. მე ვიცი, რომ ძალიან კარგად იციან ჩვენი ალგორითმი, ისევე როგორც ძალიან კარგად იციან ჩვენი შემთხვევის განსაზღვრება. სხვათა შორის, როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ, მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმას, როდესაც ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში - ესეც მოგზაურობაა. ახლა, რაც შეეხება თვითონ ტესტების შემთხვევის განსაზღვრებას, იმას პირველი პუნქტის გარდა, მოგაზურობის, კიდევ აქვს მეორე და მესამე პუნქტი. ამიტომ, ძალიან ვთხოვ, ვინც არის დაინტესებული შემთხვევის განსაზღვრებით, სამივე პუნქტი წაიკითხოს ხოლმე", - განაცხადა პაატა იმნაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.