"მთავარია, მასწავლებელი მოსწავლეს "ჩაუჯდეს" - "ცვანციკა მასის" ტელეგაკვეთილები, რომელზეც უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს
01-04-2020
"მთავარია, მასწავლებელი მოსწავლეს "ჩაუჯდეს" - "ცვანციკა მასის" ტელეგაკვეთილები, რომელზეც უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს
ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როდის განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი, რომელიც ონლაინსწავლებით ჩანაცვლდა. მაგრამ, მიუხედავად, იმისა, რომ ცოცხალ ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის, პროფესიონალი და საყვარელი მასწავლებლები ონლაინსწავლებაშიც საოცრად მომხიბვლელები აღმოჩნდნენ. მათთვის, ვისაც ინტერნეტზე არ მიუწვდება ხელი, "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" მეორე არხზე დაიწყო ტელეგაკვეთილები. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღეს ფურორი მოახდინა გოგი ლაზრიშვილის, იგივე "ცვანციკა მასის" მათემატიკის გაკვეთილმა. ასეულობით მშობელი წერს, შვილების აღფრთოვანებაზე და იქვე ამატებენ, - თურმე მათემატიკა რა ადვილი და
საინტერესო ყოფილა, გაკვეთილს ჩვენც ვერ მოვწყდითო...

გოგი ლაზრიშვილი:
- ვერავინ წარმოიდგენს ჩემთვის რა ბედნიერებაა, როდესაც მეუბნებიან, - შენი გაკვეთილი მოგვეწონა, ჩემმა შვილმა თქვენი წყალობით ყველაფერი კარგად გაიგოო. ყველაზე ბედნიერი ამ დროს ვარ. თუმცა მთავარი ის არის, რომ ონლაინგაკვეთილებმა მიაღწიოს იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა, - ყველა ბავშვმა
შეძლოს სწავლა. ამისთვის კი ისე უნდა დააინტერესო, რომ გისმინონ, არ მოგშორდნენ. არასოდეს ვყოფილვარ მომხრე, რომ ბავშვი ეკრანს მიეჯაჭვოს და არც ახლა ვარ, მაგრამ ზომიერად, ეს აუცილებელია, მით უფრო ამ ეტაპზე.


რაც შეეხება ჩემს ზედმეტსახელს, "ცვანციკა" დიდი ხნის, ალბათ, 35 წლის წინ, მეგობრის მეუღლემ შემარქვა, რაც ძალიან მომეწონა და ამ დრომდე შემომრჩა. ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩემს ონლაინგაკვეთილებსაც ასე შეარქვა, - "ცვანციკას გაკვეთილები". ჩემს მოსწავლეებს პირველად ცოტა კი ეშინოდათ ამ სახელის, - 25 წელი გერმანულ სკოლაში ვასწავლიდი, ბავშვები თავიდან ფიქრობდნენ, ალბათ "ცვანციკა მასი" ძალიან მკაცრია, ორიანების წერა უყვარს და იმიტომაც ჰქვია ასეო...  - "ცვაინ" ხომ გერმანულად "ორიანს" ნიშნავს"! თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ ასე არ იყო... ჩემი ონლაინგაკვეთილები ჩემი მეგობრის, ვასილ მაღლაფერიძის დამსახურება გახლავთ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვუთხარი, - ვინ იცის, რამდენი მოსწავლეა, ვისაც მათემატიკის სწავლა უნდა და რაიმე მიზეზით სკოლაში ვერ სწავლობს და ვერც რეპეტიტორთან დადის უსახსრობის გამო, მოდი, მათთვის ონლაინგაკვეთილები ჩავწეროთ-მეთქი. რა კარგი აზრიაო! და მაშინვე დავიწყეთ ჩაწერა. ასე, რომ ონლაინგაკვეთილებს მიჩვეული ვარ და მხოლოდ პანდემიის დროს არ დამიწყია. უბრალოდ, ისინი ტელეეკრანზე არ გადიოდა, ონლაინსივრცეში იდო და ვინც მათემატიკით იყო დაინტერესებული, უსმენდა. ზოგიერთი ამ დროსაც მეუბნებოდა, - ჩემი შვილი სიამოვნებით გისმენთო, მაგრამ ამას არ ველოდი, რომ ახლა ამდენ ბავშვს დავაინტერესებდი.

- არა მხოლოდ ბავშვები, უამრავი მშობელიც გწერთ, - რა ბედნიერებაა, რომ თურმე რა მარტივი და რა კარგი ყოფილა მათემატიკა,  გაკვეთილის დამთავრება არ გვინდოდაო...
- ეს შეფასებაა ჩემთვის პრემიაც არის და ღირსების ორდენიც. მთელი ცხოვრებაა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ მათემატიკა სულაც არ არის რთული და ყველამ შეიძლება ისწავლოს! და უნდა ისწავლოს იმიტომ, რომ მათემატიკა გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, რაც ასე საჭიროა ცხოვრების პრობლემების გადასალახად.

მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ დღეს მათემატიკის სწავლას და არა მხოლოდ, ხელს უშლის ის სირთულეები და წიაღსვლები, რაც ჩვენს სახელმღვანელოებშია. გენიალობა სიმარტივეშია! როდესაც თუნდაც მეხუთეკლასელებისთვის ვწერდი ონლაინკაგვეთილებს და რამდენიმე სახელმძღვანელოს ერთად გადავხედე, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ასეთ "წიაღსვლებში" ბავშვი იკარგება. სჯობს, ბავშვმა ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ძირითადი იცოდეს, რაც ყველგან გაუღებს კარს. არ არის სავალდებულო ყველა მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მათემატიკის "ანი" და "ჰოე"!

- არადა, მათემატიკა ტრადიციულად რთულ საგნად მიიჩნევა...
- ეგ მითია და მთელი ცხოვრება ვცდილობ, მაგ მითის დამსხვრევას. რას ჰქვია, რომ მათემატიკას ყველა ბავშვი ვერ ისწავლის! ვინ იცის, რამდენი მშობელი მოსულა ჩემთან და დაახლოებით ასეთი რამ დაუჩივლია, - მე მხატვარი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსი, აბა, ჩვენს შვილს მათმატიკის შესწავლის ნიჭი საიდან ექნება, გენეტიკა არ უწობს ხელსო... არადა, ეს აბსურდია. მთავარია, მასწავლებელი "ჩაუჯდეს" და ბავშვი გაიყოლოს მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე. უთხრას, - მოდი აქ, ნახე რა საინტერესოა, ჩემთან ერთად დაიწყე ფიქრი, ჩემთან ერთად "იფუსფუსე" და ერთად ვნახოთ, რამხელა აზარტია, როდესაც სწორ პასუხს მიიღებო! აი, როდესაც ბავშვი მათემატიკაში სწორ პასუხს იღებს და სახე უბრწყინავს, სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე ლამაზად პასუხს იმაზე, რა არის მათემატიკას და რაში გვჭირდება, რას ნიშნავს მისი სწავლა. თუმცა, რა თქმა უნდა, მათემატიკასთან ერთად სხვა საგნებიც უნდა ისწავლოთ, ჩემო საყვარელო ბავშვებო! იცოდეთ, რომ უსასრულოა არაფერია, არც პანდემია და არც სხვა უბედურებანი. პანდემია ისე სწარაფად დამთავრდება, თქვენ ვერც კი გაიგებთ. ჩვენს ქვეყანას კი თქვენ მოაზროვნეები და ჭკვიანები სჭირდებით და აბა, თქვენ იცით.

(სპეციალურად საიტისთვის)

ჯერჯერობით ვერავინ გაგცემს პასუხს კითხვაზე, როდის განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი სწავლის როცესი, რომელიც ონლაინსწავლებით ჩანაცვლდა. მაგრამ, მიუხედავად, იმისა, რომ ცოცხალ ურთიერთობებს ვერაფერი ცვლის, პროფესიონალი და საყვარელი მასწავლებლები ონლაინსწავლებაშიც  საოცრად მომხიბვლელები აღმოჩნდნენ. საზოგადოებრივი არხის პირველივე გაკვეთილებში სრული ფურორი მოახდინა გოგი ლაზრიშვილის, იგივე `ცვანციკა მასის~ მათემატიკის გაკვეთილმაც. ასეულობით მშობელი წერს, თურმე მათემატიკა რა ადვილი და საინტერესო ყოფილა, ჩემს შვილთან ერთად `ცვანციკა მასის~ გაკვეთილს მეც ვერ მოვწყდი, მათემატიკა მეც შემიყვარდაო. რის გამოც `ცვანციკა მასი~ ჩვენც მოვძებნეთ და იმის შესახებ ვკითხეთ, როგორ ახერხებს ამას პირველივე გაკვეთილიდან.
_ ვერავინ წარმოიდგენს ჩემთვის რა ბედნიერებაა, როდესაც მეუბნებიან, _ შენი გაკვეთილი მოგვეწონა, ჩემმა შვილმა ძალიან კარგად გაიგოო.  ყველაზე ბედნიერი ამ დროს ვარ. თუმცა მთავარი ის არის, რომ ონლაინგაკვეთილებმა მიაღწიოს იმ შედეგს, რისთვისაც შეიქმნა, _ ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სწავლა. ამისთვის კი ისე უნდა დააინტერესო, რომ გისმინონ, არ მოგშორდნენ. არასოდეს არ ვყოფილვარ მომხრე, რომ ბავშვი ეკრანს მიეჯაჭვოს და არც ახლა ვარ, მაგრამ ზომიერად, ეს აუცილებელია, მით უფრო ამ ეტაზე. რაც შეეხება ჩემს ზედმეტსახელს, `ცვანციკა~  დიდი ხნის, ალბათ 35 წლის წინ, მეგობრის მეუღლემ შემარქვა. რაც, მეც და ჩემს მეგობრებსაც იმდენად მოგვეწონა, რომ სამუდამოდ შევირჩინე, ასე ვთქვათ. ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩემს ონლაინგაკვეთილებსაც კი სახელი შეარქვა, _ `ცვანციკას გაკვეთილები~.  ჩემს მოსწავლეებს კი პირველად ცოტა ეშინოდათ ამ სახელის, _ 25 წელის გერმანულ სკოლაში ვასწავლიდი და ბავშვები თავიდან სულ იმას ფიქრობდნენ, ალბათ `ცვანციკა~ მასი მკაცრია, ორიანების წერა უყვარს და იმიტომაც ჰქვია ასეო, _  `ცვაინ~ ხომ გერმანულად `ორიანს~ ნიშნავს~! თუმცა, მალევე ხვდებოდნენ რომ ასე არ იყო და უხაროდათ. ჩემი ონლაინგაკვეთილები კი ჩემი მეგობრის, ვასილ მაღლაფერიძის დამსახურება გახლავთ. ჯერ კიდევ რამდენიმე წილის წინ ვუთხარი, _ ვინ იცის რამდენი მოსწავლეა, ვისაც მათემატიკის სწავლა უნდა და რაიმე მიზეზით სკოლაში ვერ სწავლობს და ვერც რეპეტიტორთან დადის უსახსრობის გამო, მოდი, მათთვის ონლაინგაკვეთველიბი ჩავწეროთ-მეთქი. რა კარგი აზრიო! და მაშინვე დავიწყეთ ჩაწერა. ასე რომ ონლაინგაკვეთილებს მიჩვეული ვარ და მხოლოდ პანდემიის დროს არ დამიწყია. უბრალოდ, ისინი ტელეეკრანზე არ გადიოდა, ონლაინსივრცეში იდო და ვინც მათემატიკის იყო დაინტერესებული, უსმენდა. ზოგიერთი ამ დროსაც მეუბნეოდა, _ ჩემი შვილი სიამოვნებით გისმენთო, მაგრამ ამას არ ველოდი, რომ ახლა ამდენად ბევრი ბავშვი დავაინტერესბდი.
_ არა მხოლოდ ბავშვები, უამრავი მშობელიც გწერთ, _ რა ბედნიერებაა, რომ თურმე რა მარტივი და რა კარგი ყოფილა მათემატიკა, `ცვანციკა მასის~ გაკვეთილის დამთავრება არ გვინდოდა და `ცვანციკა მასი~ შეგვიყვარდაო.
_  ეს შეფასებაა ჩემთვის პრემიაც არის და ღირსების ორდენიც, ლექსების მოძღვნაც და ყველაფერიც. მთელი ცხოვრება იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ  მათემატიკა სულაც არ არის რთული და ყველამ შეიძლება ისწავლოს! და უნდა ისწავლოს იმიტომ, რომ მათემატიკა გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, რაც ასე საჭიროა ცხოვრების პრობლემების გადასალახად. ბოლოსდაბოლოს ან ბანკებმა რატომ უნდა მოგვატყუოს პროცენტებში ამდენი ხალხი!
მაგრამ საქმე იმაშიც არის რომ დღეს მათემატიკის სწავლას და არა მხოლოდ, ხელს უშლის ის სირთულეები და წიაღსვლები, რაც ჩვენს სახელმღვანელოებშია. გენიალობა სიმარტივეშია! როდესაც თუნდაც მეხუთეკლასელებისთვის ვწერდი ონლაინკაგვეთეილებს და რამდენიმე სახელმძღვანელოს ერთად გადავხედე, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ასეთ `წიაღსვლებში~ ბავშვი იკარგება.  სჯობს, ბავშვმა ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ძირითადი იცოდეს, რაც ყველგან გაუღებს კარს. არ არის სავალდებულო ყველა მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მათემატიკის `ანი~ და `ჰოე~!
_ალბათ ამ სიმარტივეშია ამხელა ინტერესი, თორემ მათემატიკა ტრადიციულად რთულ საგნად აღიქმება.
_ეგ მითია. და მთელი ცხოვრება ვცდილობ, მაგ საშინელი მითს დამსხვრევას. რას ჰქვია, რომ მათემატიკას ყველა ბავშვი ვერ სწავლობს! ვინ იცის რამდენი მშობელი მოსულა ჩემთან და დაუჩივლია, მაგალითად: `მე მხატვარი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსი, აბა, ჩვენს შვილს მათმატიკის შესწავლის ნიჭი საიდან ექნება, გენეტიკა არ უწობს ხელსო!~ არადა ეს აბსურდია. მთავარია, მასწავლებელი `ჩაუჯდეს~ და  ბავშვი გაიყოლოს მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე. უთხრას, _ მოდი აქ, ნახე რა საინტერესოა, ჩემთან ერთად დაიწყე ფიქრი, ჩემთან ერთად `იფუსფუსე~ და ერთად ვნახოთ, რამხელა აზარტია, როდესაც სწორ პასუხს მიიღებო! აი, როდესაც ბავშვი მათემატიკაში სწორ პასუხს იღებს და სახე გაუბრწყინდება, სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე ლამაზად პასუხს იმაზე,  რა არის მათემატიკას და რაში გვჭირდება, რას ნიშნავს მისი სწავლა. თუმცა, რა თქმა უნდა, მათემატიკასთნა ერთად სხვა საგნებიც უნდა ისწავლოთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო! იცოდეთ, რომ უსასრულოა არაფერია, ანც პანდემია და არც სხვა უბედურებანი. პანდემია ისე სწარაფად დამთავრდება, თქვენ ვერც კი გაიგებთ. ჩვენს ქვეყანას კი თქვენ მოაზროვნეები და ჭკვიანები სჭიდრებით და აბა, თქვენ იცით.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)

eeeeex
01 აპრილი 2020 19:59
მთავარია არ დალიოს,გაკვეთილები მერე ნახეთ
ელენე
01 აპრილი 2020 18:32
ეს გაკვეთილები ახლანდელ ბევრ მასწავლებელსაც არ აწყენს. მერწმუნეთ, საკმაოდ ბევრთან მქონია შეხება და ვიცი.მეც ასეთი მასწავლებელი მყავდა და ძალიან ხშირად ვიხსენებ მადლიერებით და სხვებისთვის მისაბაძად.
მოქალაქე
01 აპრილი 2020 18:01
როგორც იქნა მიიპყრეს ყურადღება პედაგოგებმა, ექიმებმა, მეცნიერებმა. სად არიან 'ცნობადი სახეები'? არ სწვდება მათი 'კომპეტენცია' დღევანდელი პრობლემების გადაჭრას? ეხლა მაინც გაიგებენ ბავშვები რომ მოდელობა და შოუბიზნესი არ არის ერთადერთი სანუკვარი მიზანი. ქება-დიდება პროფესიონალებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები