2019 წელს განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა - კვირის პალიტრა

2019 წელს განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს რეგისტრირებულია 23 285 ქორწინების შემთხვევა, რაც 0.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

მათივე ინფორმაციით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.

გაზრდილია ასევე განქორწინების მაჩვენებელიც. 2019 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 11 205 ერთეულით განისაზღვრა, რაც 8.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.