კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მედდა ხსნის, თუ რატომ უქმნის ეს ვირუსი მწეველებს მეტ საფრთხეს - კვირის პალიტრა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მედდა ხსნის, თუ რატომ უქმნის ეს ვირუსი მწეველებს მეტ საფრთხეს

ნინო ქავთარაძე ფილადელფიაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ფართო სპექტრის პრაქტიკოსი მედდაა. ამ ეტაპზე ახალი კორონა ვირუსით შესაძლო დაინფიცირებულებთან უწევდა მუშაობა. სავარაუდოდ, ნინო მუშაობის პროცესში დაინფიცირდა. მისმა ტესტმა, რომელიც შემთხვევით გაიკეთა, დადებითი პასუხი აჩვენა. როგორც თვითონ ამბობს, მას კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სიმპტომები არ ჰქონია, მხოლოდ თავის ტკივილი აწუხებდა. ნინო სასოწარკვეთას არ მისცემია. მან გადაწყვიტა, რომ ყოველდღე ჩაწეროს "ლაივ-ვიდეოები" და ადამიანებს ინფექციასთან გამკლავების გამოცდილება გაუზიაროს, ამასთანავე, დაეხმაროს სასარგებლო რჩევებით, როგორ ავიცილოთ ვირუსი ან როგორ ვიყოთ მზად დაავადების იოლ ფორმებში გადასატანად.

ჩანაწერი, რომელსაც ნახავთ, მისი პირველი "ლაივ-ვიდეოს" ფრაგმენტია, რომელშიც პასუხობს ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას: თამბაქოს მოხმარება ხელს უწყობს თუ არა კორონას? ნინოს მარტივი და ამომწურავი პასუხი ანგრევს ბოლო დროს გავრცელებულ მითს, თითქოს კორონა მწეველებს არ ვნებთ. მიიღეთ ნინოს გამოწვევა. უარი თქვით მოწევაზე და გასუფთავებული ფილტვებით დაუხვდით ახალ ვირუსს, რომელსაც თქვენს ორგანიზმში გაბატონების საშუალებას არ მისცემთ.