"ერთი არის მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - რას აცხადების ლალი ტურძელაძე - კვირის პალიტრა

"ერთი არის მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - რას აცხადების ლალი ტურძელაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მარნეულიდან ორი ქალბატონი შეიყვანეს, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში სულ 73 პაციენტია, აქედან კი 19 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

"2 პაციენტი დაგვემატა. ეს ორი პაციენტი მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონია. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ

"ინტერპრესნიუსი"