ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი მოათავსეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვებს ცხელება აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ლუგარის ცენტრში გაიგზავნება.

პაციენტები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერის მკვიდრები არიან.

ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ამ დრომდე კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი აფხაზეთიდანაა, მას კორონავირუსი ლაბორატორიულად გუშინ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტს 25 მარტს.

"ინტერპრესნიუსი"