"ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით " - რას ჰყვება კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი - კვირის პალიტრა

"ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით " - რას ჰყვება კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ის ექიმია, რომელსაც სხვა მედიკოსებთან ერთად, კორნავირუსის წინააღდეგ უწევს ბრძოლა. "პულსთან" საუბარში ექიმი ზოგადად პაციენტების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ჰყვება.

"სიმართლე გითხრათ, პაციენტს არასდროს არაფერს ვაკლებ. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ რაც შემიძლია ყველაფერს ვუკეთებ და შეუძლებესაც კი, მაგრამ დგება მომენტი, როცა ბიოლოგიური მოვლენა სიცოცხლე მთავრდება სიკვდილით, როცა პაციენტი გეღუპება, გეკარგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარაფერს შვრები. არის მომენტები, როცა დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელია. დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია, ჩათვალეთ, რომ იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, წამიერად მეც მიჩერდება გული... ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება წარმოიდგინო, ეს არის ის,  როცა ახლობელს ეუბნები, შენი ოჯახის წევრი დაიღუპაო, რა ასაკისაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი.  ამდენი წლის ექიმი ვარ და არასადოდეს დამირეკავს გარდაცვლილის ოჯახის წევრთან და არ მითქვამს, რომ შენი ახლობელი გარდაიცვალა-მეთქი, ვერ ვბედავ ამას. ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით ყოველ ღამე. რა თქმა უნდა, ეს ემოცია არსად დაიკარგება, მაგრამ, ვცდილობ, ჩემი განცდები ოჯახში არ გამოვავლინო, არ გამოვავლინო იმიტომ, რომ ეს ჩემი ემოციაა, ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გარემოა, როცა ოჯახში 2-3 საათით მივდივარ, მინდა, რომ მათთან ერთად ვიყო, მაგრამ ეს ემოცია არ მავიწყდება", - ამბობს ლევან რატიანი.

"როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა" - რა ისტორიას ჰყვება ჟურნალისტი ექიმ ლევან რატიანზე?

"დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა" - რას ამბობს ექიმი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე