"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - კვირის პალიტრა

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ"

"როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში დავისვენებ, დავიძინებ" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სპეცპროექტი - COVID 19" განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გადადგმული ნაბიჯებით ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის.

ცერცვაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში covid-19-თან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები ყალბდება.

"არავითარი სტატისტიკა არ ყალბდება. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ქვეყანა, რომელმაც მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც ძალიან კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჰყავს. ის იყო მეოთხე ქვეყანა ევროპაში, რომლმაც ლუგარის ცენტრის წყალობით ტესტირება დაიწყო. თითოეული შემთხვევა იმდენ ადგილზე რეგისტრირდება და იმდენი ვინმესგან კონტროლდება, მათ შორის ჟურნალისტები ყოველ საათში იღებენ ინფორმაციას, რომ ეს შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თეორიულად შეუძლებელია. ერთ რამეზე მეღიმება, რომ ამბობენ მალავენ სტატისტიკას და სინამდვილეში ორჯერ მეტიაო... ფანტაცია მაინც ეყოთ და ცოტა მეტი მაინც თქვან" -  განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

იხილეთ ასევე: "არასოდეს, არც ერთი პაციენტისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი"