ე.წ. კომენდანტის საათი თბილისში - ფოტორეპორტაჟი - კვირის პალიტრა

ე.წ. კომენდანტის საათი თბილისში - ფოტორეპორტაჟი

უკვე რამდენიმე საათია საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, 21:00 საათიდან ქვეყნის ყველა ქალაქში როგორც მოქალაქეების გადაადგილება, ისე მანქანების მიმოსვლა შეწყდა. ამ დროისთვის ქუჩები მთლიანად ცარიელია, გამთენიის 06:00 საათიდან კი ადამიანებს გადაადგილების უფლება ისევ დაუბრუნდებათ.

გთავაზობთ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტების: გიორგი ჟამერაშვილისა და გიორგი ნიკოლიშვილის მიერ, ხალხისა და მანქანებისგან დაცარიელებულ თბილისში გადაღებულ ფოტომასალას, რომელიც ასახავს, როგორ გამოიყურება საქართველოს დედაქალაქი ე.წ. კომენტანტის საათის დროს.

იხილეთ ფოტოგალერეა