ვანო მერაბიშვილის პირველი კადრები კარანტინიდან - ყოფილი მაღალჩინოსანი ცოლთან ერთად იმყოფება? - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილის პირველი კადრები კარანტინიდან - ყოფილი მაღალჩინოსანი ცოლთან ერთად იმყოფება?

"ვარდების რევოლუციის" ყველაზე სკანდალური მინისტრმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 6 წელი და 9 თვე მატროსოვის ციხეში გაატარა. 2020 წლის 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა. ვრცელდებოდა სამი ვერსია, თუ სად წავიდოდა თავისუფლებაზე მყოფი მერაბიშვილი - შეურთდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას", წავიდოდა "ევროპულ საქართველოში" თუ ხელისუფლება სხვა მიმდინარე საქმეებზე განაჩენს გამოუტანდა და ისევ ციხეში შეაბრუნებდა.

მოვლენები უცნაურად განვითარდა და ვანომ მეოთხე ვერსია აირჩია, სად წავიდა ყოფილი პრემიერი? - სახლში... ვანო მერაბიშვილის სახლში წასვლა ყველაზე მეტად იმათ გაუკვირდათ, ვისაც სალაყაია-მერაბიშვილის წყვილი დაშორებული ეგონათ.

თაკო სალაყაიას ბომონდური ცხოვრება და ვარსკვლავი სამეგობრო საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აღიზიანებდა. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ნაწილიც აღიარებდა, რომ ვანო ცოლმა "დაღუპა".

თაკო სალაყაია არ გამოჩენილა ციხის კართან, როდესაც ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა. თუმცა ტელევიზიებმა გადაიღეს, როგორ მივიდა სახლში ცოლ-შვილის სანახავად მერაბიშვილი. საპყრობილის დატოვებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა, შემდეგ კი პოლიტკური ორბიტიდან გაქრა. იხილეთ სრულად