"სრული სიჩუმე სუფევს ... ეტყობა თბილისი იცავს რეკომენდაციებს" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"სრული სიჩუმე სუფევს ... ეტყობა თბილისი იცავს რეკომენდაციებს" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

საქართველოში 31 მარტს, 21:00 საათიდან ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, 21:00 საათიდან ქვეყნის ყველა ქალაქში როგორც მოქალაქეების გადაადგილება, ისე მანქანების მიმოსვლა შეწყდა. ამ დროისთვის ქუჩები მთლიანად ცარიელია, გამთენიის 06:00 საათიდან კი ადამიანებს გადაადგილების უფლება ისევ დაუბრუნდებათ. კომენდანტის საათის გამოცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

"9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე ... სრული სიჩუმე სუფევს ... ეტყობა თბილისი იცავს რეკომენდაციებს!

მეამაყება, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხსმგებელი ქცევა ... ასეთ მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც...

სიფრთხილე და არა შიში" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. (წყარო)