"სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0" - რას პროგნოზირებს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0" - რას პროგნოზირებს თენგიზ ცერცვაძე?

"სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები", - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან. ანუ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათობით ათასეულები", - აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიც ცერცვაძის პროგნოზით, პიკი დაავადების გავრცელების იქნება 2-3 კვირაში.

"ჩემი პროგნოზია, რომ პიკი იქნება 2-3 კვირაში, შენარჩუნდება კიდევ 3 კვირა და მერე წავა დაღმა", - ამბობს ცერცვაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 21 ადამიანი განკურნებულია.