"როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა" - რა ისტორიას ჰყვება ჟურნალისტი ექიმ ლევან რატიანზე? - კვირის პალიტრა

"როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა" - რა ისტორიას ჰყვება ჟურნალისტი ექიმ ლევან რატიანზე?

ჟურნალიტი ვასილ დაბრუნდაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ექიმი ლევან რატიანი ყველა გადარჩენილ სიცოცხლეზე, რომ საუბრობს გული მიჩქარდება, მგონია, რომ მასთან ერთად ვიმარჯვებ, რაღაცას ვამარცხებ და მიხარია. 25 დეკემბერი რაღაც საშინელი საღამო იყო, მეც მაგრად დაღლილი, დედა კიდევ უფრო - მეტად. ერთი კლინიკიდან უნდა გადაგვეყვანა მეორეში, მარტო რომ არ ეგრძნო თავი მასთან ჩავჯექი სასწრაფოს მანქანაში, ხელი მაგრად ჩამჭიდა, მთელი გზა ბევრ რამეზე ვისაუბრეთ მებოდიშებოდა, რომ ძალიან გაწვალებ მაგრად გადაგღალეო. ვუღიმოდი და ვეუბნებოდი რომ გავიმარჯვებდით და ფეხზე დავაყენებდით, თვალები უბრწყინავდა ამ დროს. ექიმს და კლინიკას ვცვლიდით იმიტომ რომ მეტი შანსი გვქონოდა. მახსოვს, რომ მივედით, მიმღებში დაგხვდა ლევანი, მერე მისი მოადგილე ჩამოიყვანა, კიდევ განყოფილების გამგე, შემდეგ სხვა ექიმი, ჩაატარა კვლევები და შეძლო შეუძლებელი, კიდევ 10 ღღით მეტხანს აცოცხლა. ყოველ დილით, როცა შემოვლა იყო რეანიმაციაში, დედას ლევანთან ერთი თხოვნა ჰქონდა, მისი მობილურით დაერეკა ჩემთან და ჩემი ხმა გაეგო. ასე გრძელდებოდა დღეები და ბოლოს ისევ მისი მობილურით გავიგე დედას ხმა... ყველაფერი გააკეთა, იბრძოლა ამ კაცმა და ახლაც ვიცი, რომ ასე აკეთებს ყველა სიცოცხლის გადასარჩენად, თავის საქმის უბადლო ოსტატია. მადლობა ლევანს და მადლობა ექიმებს, რომლებიც ხშირად წარმოუდგენელ გმირობას ჩადიან", - წერს ჟურნალისტი.

"ყველა პაციენტი მესიზმრება ჩამოვლით " - რას ჰყვება კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი

წყარო