საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 7-ით გაიზარდა და აქედან 2 პირი ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი კონტაქტები ცნობილია და ისინი აქამდე ინფიცირებული ადამიანები არიან.

"დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 დადასტუსრებული შემთხვევაა. ამ 7-დან 2 ჩვენთან არის. ამჟამად სულ 9 კოვიდის მიმღები ცენტრია საქართველოში: ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში და ერთი ზუგდიდში დაემატა. ამ 115 დაინფიცირებულიდან 51 ჩვენი პაცაიენტია, დანარჩენი სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი დაგვემატა, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენ უკვე გვაქვს 19 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, 3 კი არის საჩხერეში და ჯამში გვყავს 22 გამოჯანმრთელებული ადამიანი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.