"97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა... ეს ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო"
"97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა... ეს ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო"
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერება.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნული პაციენტის გადარჩენა და გამოჯანმრთელება ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

"ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო
ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე
რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ.

არსებობს რაღაც შკალები, ასეთი შკალების შეფასებით ასეთი შემთხვევა 97% -ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალბატონი გადარჩა. ეს პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა და ამის შემდეგ გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა", - განაცხადა რატიანმა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები