"წირვის ჩატარება საკურთხეველში და მრევლში დისტანციის დაცვა არის ის, რასაც ექიმები ითხოვენ და შევასრულებთ, დანარჩენი მიგვაჩნია ეკლესიის დევნად"
"წირვის ჩატარება საკურთხეველში და მრევლში დისტანციის დაცვა არის ის, რასაც ექიმები ითხოვენ და შევასრულებთ, დანარჩენი მიგვაჩნია ეკლესიის დევნად"
წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს.

რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა.

"დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება),
მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად", - წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

"ინტერპრესნიუსი"

ავთო
01 აპრილი 2020 18:14
ეს არის მავნებლობა, უვიცობა და ხალხის მტრობა. როდესაც ხელისუფლებას გამბედაობა ეყოფა და საბერძნეთის მსგავსად დაიჭერენ მსგავს უმეცრებს და ციხეში მიაბრძანებენ ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის, იმედია ძალიან გვიან არ იქნება

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები