"კარანტინში პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს 10 წლის ინფიცირებულ ბავშვზე ზაალ მიქელაძე - კვირის პალიტრა

"კარანტინში პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა" - რას ამბობს 10 წლის ინფიცირებულ ბავშვზე ზაალ მიქელაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისივე თქმით, ის კარანტინში იმყოფებოდა.

"ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი, მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, იგი კარანტინში პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება", - აცხადებს ზაალ მიქელაძე

აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 117 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 23 გამოჯანმრთელებულია.

"ინტერპრესნიუსი"