"ყველა პარტიას! გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს"
"ყველა პარტიას! გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს"
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია "ფეიბუკის" პირად გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს:

"SOS!!! SOS!!! SOS!!!

საქართველოს გულშემატკივრებო, ჭირისუფალნო,
ჩემო მეგობრებო!

ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ეკონომიკური დარტყმა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მომავალზე თვალნათელია და არავინ მალავს, რომ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მივიღეთ დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი! ეს, ალბათ, ამ ვითარებაში მართებულიცაა. უფრო მეტიც, აუცილებელიც! რადგან მთავარია, დავძლიოთ ეპიდემია და მისი გავრცელება. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალები მთავრობის, მედიკოსების, ჩვენი
საამაყო პროფესიონალების მუშაობას, ხელს არ უშლიან. მაქსიმალური კეთდება საერთო მიზნის მისაღწევად!
მუდმივად არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდელობა, თავისი წვლილი შეიტანონ საკაცობრიო საქმეში და გვერდით დაუდგნენ ჩვენს განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა მივმართო ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება! (ყველა პარტიას!)
გთხოვთ, უმორჩილესად,
გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ ( თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს! იმ ხალხს, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ არჩევნებზე...ამისთვის კი........ უნდა გადარჩეს! ეს იქნება ძალზედ ჰუმანური აქტი!
ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის უანგარო სამსახური!

ჩემო მეგობრებო!ველოდები თქვენს მხარდაჭერას! მხარდაჭერის გამოსახატავად, გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ეს მიმართვა!ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ!" - წერს ხათუნა ხოფერია.

ყარო


ჰოპლა
02 აპრილი 2020 17:29
მე თანახმა ვიქნები,თუ პარლამენტარები თავის წილებს "შავი" ბიზნესიდან დათმობენ.

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები