"მზად ვარ ნებისმიერ ინფექციონისტს, როგორც სანიტარი, ექთანი გვერდში დავუდგე" - რას აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი? - კვირის პალიტრა

"მზად ვარ ნებისმიერ ინფექციონისტს, როგორც სანიტარი, ექთანი გვერდში დავუდგე" - რას აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი?

"მე მზად ვარ, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ნებისმიერ ინფექციონისტს, როგორც ექთანი, სანიტარი გვერდში დავუდგე" - ამის შესახებ ვაჟა გაფრინადშვილმა "პალიტრანიუსის" სპეც-პროექტში "COVID19" - ში განაცხადა:

"პროფესიიდან გამომდინარე, მეც და ჩემს მეუღლესაც გვჭირდება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გასვლა. საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, ჩემი პროფესია უშუალოდ არ არის დაკავშირებული ამ დაავადებასთან, მაგრამ მე მზად ვარ, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ნებისმიერ ინფექციონისტს, როგორც ექთანი, სანიტარი გვერდში დავუდგე, თუ ამის საჭიროება იქნება. ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ ამდენი დრო შვილებთან ერთად კარგა ხანია არ გამიტარებია.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნამდვილად ვეთანხმები ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას. შეიძლება, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ცოტა გვიან დავიწყეთ. შეიძლებოდა ყველაფერი ერთი კვირით ადრე გაკეთებულიყო, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი. ეს წინააღმდეგობები, რაც ეხება იგივე კარანტინს, კომენდატის საათის დროს, გამოწვეულია იმით, რომ ჯერ პირადზე ვფიქრობთ და არა იმაზე, რაზეც სახელმწიფო მიგვითითებს და რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო", - განაცხადა ექიმმა.

ინფორმაციისთვის, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ქართველი ექიმი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავა.