" პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ" - კვირის პალიტრა

" პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ"

"პატრიარქის კურთხევა რაც იქნება მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა მოსახლეობამ, თუმცა შეიძლებოდა უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენა. რითაც შეიძლება კიდევ უფრო შეგვეკავებია ეს პროცესი. მაგრამ არც ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი. ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ის, რომ 2 თვის განმავლობაში 26 თებერვალს მოხდა პირველი პაციენტის დადასტურება, თითქმის თვე ნახევარია გასული და 115 შემთხვევა, ეს არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად ქვეყანაში სწორად წარმოებს ეს პროცესი, კოორდინირებულად მუშაობს ყველა უწყება, რამაც შეავაკა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ დაავადების ფართო გავრცელება...

ჟურნალისტის კითხვაზე, რეკომენდაცია #დარჩისახლში, უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც? - ექიმმა უპასუხა:

"მე მართლმადიდებელი მორწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებას მიიღებენ - უკვე მიღებულია. პატრიარქის კურთხევა რაც იქნება მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ტაძარში მივიდეს და საარდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცვება ყველა წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.

"სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა... რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი"