"ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც ცოტა გამოუცნობი ფენომენია - კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი" - კვირის პალიტრა

"ცოლისგან ქმარი არ დაინფიცირდა, რაც ცოტა გამოუცნობი ფენომენია - კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი"

კორონავირუსი, როგორც ჩანს, არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია; ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ შესასწავლია.

"როგორც ჩანს, კორონავირუსი არის ძალიან ადვილად გადამდები; ისეთი შემთხვევები ფიქსირდება, რომ წარმოუდგენელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, იყო ცოლ-ქმარი, რომელთაგან ქმარს არ დაემართა, არ დაინფიცირდა. ცოტა გამოუცნობი ფენომენია, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ, მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვასთანაა კავშირში და გარდა ამისა, არ იყო ალბათ ამ შემთხვევაში მჭიდრო კონტაქტი, მაგრამ ამის შესახებ ჩვენთვისაც გასაკვირია. ამ ვირუსთან ბრძოლაში ბევრი საიდუმლოა და ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და შესასწავლი, ჩვენ რამდენადაც გვიხერხდება ამას ყველაფერს ვაკეთებთ”, - აცხადებს ენდელაძე.

"ინტერპრესნიუსი"