"ფაქტობრივად, ჰიპოკრატეს ფიცს ღალატობს" - გია ნოდია მარინა ეზუგბაიას განცხადებას აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"ფაქტობრივად, ჰიპოკრატეს ფიცს ღალატობს" - გია ნოდია მარინა ეზუგბაიას განცხადებას აკრიტიკებს

ექსპერტი გია ნოდია ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცახდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პატრიარქის კურთხევა რაც იქნება მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ იმას შევასრულებ"

"ამ განცხადებაში შეიძლება იმან გაგვაკვირვოს, რომ ინფექციონისტი, მეცნიერების წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ "ყველაფერი ღმერთის ნებაა" და, ფაქტობრივად, ჰიპოკრატეს ფიცს ღალატობს, როცა არ ამბობს იმას, რაც ვალდებულია რომ თქვას: დარჩით სახლში, ანუ არ წახვიდეთ წირვაზე.

ეს მეც მაკვირვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი მთავარი ემოცია. შეიძლება, ადამიანი კარგი პროფესიონალი იყოს (იმედი მაქვს, მარინა ეზუგბაია ასეთია, თუმცა მე ვერ შევაფასებ) და, ამავე დროს, ბრმად ენდოს რელიგიურ ავტორიტეტს.

მთავარი არის ის უზარმაზარი პასუხიმგებლობა, რომელიც ამ ერთ ადამიანს, ილია მეორეს, ამ დღეებში აქვს. მის ერთ ფრაზას შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინოს ან გაწიროს. დღეს მის სიტყვას გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე თუნდაც 9 აპრილის ღამეს, როცა მას არ დაუჯერეს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დაუჯერებს. მაგრამ მან შეიძლება მაინც არ თქვას, რაც სათქმელია, და უამრავი ხალხი სასიკვდილოდ გაწიროს", - წერს გია ნოდია.

ინფორმაციისთვის, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ თუ დაიცვება ყველა წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება.

წყარო