"მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული" - რას ამბობს მეუფე საბა ვიდეომიმართვაში - კვირის პალიტრა

"მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული" - რას ამბობს მეუფე საბა ვიდეომიმართვაში

ჩრდილოეთ ამერიკაში მოღვაწე ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ "ფესიბუქზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მათ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირია კორონავირუსით ინფიცირებული:

"ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული. თქვენი უდიდესი ნაწილი კარგად იცნობს ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას. მას აღმოჩნდა კორონავირუსი.

იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიდემიის ეპიცენტრია და არ ვიცით, ვისგან მოხდა მისი დაინფიცირება. ასევე გეტვით, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში მკურნალობს" - განაცხადა მეუფე საბამ.