რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ექიმი მოათავსეს - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ექიმი მოათავსეს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი იყოს მოთავსებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა",-აცხადებს სოლოღაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი. ინფიცირებული 130 ადამიანიდან 23 გამოჯანმრთელებულია.

"ინტერპრესნიუსი"