"აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი... ამ ბრძოლაში ბრავო საქართველოს!" - რას ჰყვება აშშ-ში მყოფი ქართველი?
02-04-2020
"აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი... ამ ბრძოლაში ბრავო საქართველოს!" - რას ჰყვება აშშ-ში მყოფი ქართველი?
ფოტო:ნინო კაკულია მეუღლესთან ერთად
ნინო კაკულია აშშ-ში წლების წინ, მეუღლე საშა გურევიჩთან და ქალიშვილ თათასთან ერთად წავიდა. მერე ელენიკოც შეეძინათ. ჟურნალისტი წყვილი საქართველოში და თავიდან, აშშ-შიც საქმიანობას მედიაში განაგრძობდა, მაგრამ შემდეგ პროფესიის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და სამედიცინო სფეროში გადაინაცვლეს.

ამჟამად ოკლენდის კლინიკაში - Kaiser Permanente Oakland Medical Center Kaiser მუშაობენ. ნინო კორონავირუსთან დაკავშირებით იქ არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე გვიამბობს.

თანამშრომლებთან ერთად
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მე ფლაბატომისტი, ლაბორატორიის თანამშრომელი ვარ და ვმუშაობ როგორც
ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან, ასევე მათთან, ვინც გარედან შემოდის, რაც ამ სიტუაციაში იოლი არ არის, რადგან ვირუსის გადადების დიდი საფრთხეა, თუკი სათანადო დამცავი აღჭურვილობა არ გაქვს. პალატაში მყოფ პაციენტთან, ასე თუ ისე, მაინც მომზადებული და დაფარული შედიხარ. ჩვენს კლინიკაში პაციენტების უმეტესობა, ძირითადად, გათიშულ მდგომარეობაშია, სუნთქვის აპარატებზე
ჰყავთ შეერთებული და ვერაფერს გრძნობენ..."


"განსაკუთრებით ცუდად არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ახალგაზრდები ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კორონავირუსი თავის კვალს ორგანიზმზე მაინც დატოვებს. ჩვენ ერთი სართული გვქონდა, ე.წ. ებოლას სართული, რომელიც დაკეტილი იყო, ახლა კი სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი..."

"როგორც ცნობილია, ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანას არ შეუძლია, ელემენტარულად, ხელთათმანებისა და პირბადეების წარმოება. ყველაფერი ჩინეთიდან შემოდიოდა, ყველაფერი იქ კეთდება, იაფი მუშახელის გამო. ახლა, ჰოსპიტლები ითხოვენ, თუ ვინმეს შეუძლია, პირბადეები მიაწოდონ. რამდენიმე ცნობილი დიზაინერი უკვე უსასყიდლოდ ამზადებს. მე ხშირად ჩემი პირადი პირბადე დამაქვს, რომელიც ორი საათის შემდეგ უნდა გამოიცვალო, მაგრამ ვინახავ, რომ რამდენიმე დღე მეყოს..."

"აქ ზოგი ამბობს, რომ შემოდგომასა და ზამთარში უარესი გველის. ამიტომაა აუცილებელი ვაქცინა, მაგრამ ამას 18-24 თვე სჭირდება. ამიტომ მთელი მსოფლიოს საზრუნავი ვირუსთან ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბრავო საქართველოს! თქვენ ყველაზე კარგად ართმევთ თავს ამ რთულ სიტუაციას..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 2 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.


თამთა დადეშელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები