ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება? - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება?

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება.

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ისინი ბანკში ფულს ითვლიდნენ.

თავად ეროვნულ ბანკში არ საუბრობენ, რა პოზიციაზე მუშაობდნენ პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

უწყების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ აღნიშნული პირების ინფიცირების წყარო ის ერთი თანამშრომელია, რომელსაც კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა. ეროვნულ ბანკში ასევე აცხადებენ, რომ პირები, რომელთაც ვირუსი დაუფიქსირდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"