უტარდებათ თუ არა მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები? - რას ამბობს პაატა იმნაძე - კვირის პალიტრა

უტარდებათ თუ არა მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები? - რას ამბობს პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. როგორც მან COVID19-ის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსთან ბროძოლის თვალსაზრისით ელოდებოდნენ ახალ ალგორითმებს, რომელსაც უკვე მინისტრმა ხელი მოაწერა.

"მოგეხსენებათ ახალი ალგორითმები არის . ამ ახალი ალგორითმებით ერთ-ერთი არის მაღალი რისკის მქონე პროფესიები, მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდული ტესტირება. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ ლაპარაკია, არა მოლეკულური ტესტზე, არამედ ანტისხეულების ტესტის ჩატარებაზე. ყბადაღებული ანტისხეულები რომ გვესმოდა, მსოფლიო ბაზარზე ანტისხეულების ტესტების სანდო ტესტები უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა. ერთ-ერთ ვერსიად შემდეგ განიხილება, რომ მაღალი რისკის ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ამ პერიოდში მათი მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულის ტესტები. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს, რამე სიმპტომები ექნება, ის უკვე აღარ განიხილება პროფესიული თვალსაზრისით რისკის ჯგუფად. ის უკვე იქნება რისკის ჯგუფი ინფიცირების თვალსაზრისით და მას, როგორც სხვას ყველას ამ ქყვეყანაში ჩაუტარდება მოლეკულური ტესტი", - განაცხადა იმნაძემ.