"ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ - თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას" - კვირის პალიტრა

"ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ - თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაზრობებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი უწყებები ჯარიმებს გამოწერენ. აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ აგრარული ბაზრის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განახადა.

"ყველა ასეთ ბაზრებს, ბაზრობებს აკრძალული აქვთ საქმიანობა. თუკი ასეთი საქმიანობა გრძელდება, შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ დაჯარიმებას.

გამოცემულია დეკრეტი და მითითებულია ყველაფერი ის, თუ ვის აქვს მუშაობის უფლება და ვის არა. შესაბამისად, ბაზრებს და ბაზრობებს მუშაობის გაგრძელების უფლება არ აქვთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.