ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის ექიმს, რომელიც COVID 19-ის მიმღებ ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, ინგოროყვას კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

ორი მათგანი თვითიზოლაციაშია, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს.