"ამბროსი ხელაიას შთამომავალი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა" - რას წერს ზაზა შენგელია რომში მოღვაწე სასულიერო პირზე - კვირის პალიტრა

"ამბროსი ხელაიას შთამომავალი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა" - რას წერს ზაზა შენგელია რომში მოღვაწე სასულიერო პირზე

რომის სამრევლოს მოძღვარს მამა იოანეს "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში იუბილეს ულოცავს.

"დღეს ჩვენი მამა იოანე 50 წლის გახდა ! .... ის, რასაც დღეს შენ იტალიაში მყოფი ქართველებისთვის და ასევე თავად იტალიელებისათვის აკეთებ, არის ნამდვილი გმირობა, თუმცა კი ამბროსი ხელაიას შთამომავალი სხვანაირად ვერც მოიქცეოდა.  მიყვარხარ, მეამაყები და დარწმუნებული ვარ, ეს კორონა-კოშმარი მალე ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. უფალი გფარავდეს მუდამ.

იტალიაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავენ სხვა ჩვენი თანამოქალაქეებიც:

"50 წლის გახდა დღეს. მე რომ გავიცანი , 40 წლის ხდებოდა. მრევლის საჩუქარი გლახაკებს და უპოვარებს დაურიგა წელსაც. სანამ ვიცოცხლებ მინდა რომ მყავდეს, იმედად და სიმშვიდედ, მოძღვარად და ერთგულ მეგობრად", -წერს იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე.

"50 წლის წინ თბილისში ,ჭონქაძის ქუჩაზე, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ექიმის-მირანდა თოლორდავასა და კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის პატივსაცემი პროფესორ-რექტორის, ბატონი გედევან ხელაიას ოჯახში დაიბადა ვაჟი-ზაზა ხელაია. უამრავი ადამიანისთვის ერთიანობის, მხიარულების, ნიჭიერების, ორიგინალურობის, ბედნიერებისა და სიყვარულის მატარებელი გამორჩეული ადამიანი,რომელმაც ფრიად საინტერესო და თვაბრუდამხვევი ცხოვრების წლები განვლო და ადამიანთა უანგარო სიყვარული მოიპოვა... ასობით ადამიანის მოამაგე, მოწყალე, მოსიყვარულე, მიმტევებელი, მანუგეშებელი, მზრუნველი, თბილი და ყოველივე კარგის მოქმედი, აწ უკვე არქიმანდრიტი იოანე ხელაია.

რომის სამრევლოს წინამძღვარი დღეს იუბილარია. სიტყვები უძლურია იქ, სადაც სიყვარულია! უკიდეგანო სიყვარულით გილოცავთ ტკბილო მამი იუბილეს.

კოლაჟი დიდია, ბევრი გყავთ კეთილის მსურველი და კიდევ ასჯერ უფრო მეტნი არიან. ყველა აქ ვერ დაეტევა. თქვენი გული იტევს მათ. დიდხანს, ძალიან დიდხანს გვყავდე. მალე ჩაგეხუტებით ", - წერს მამოს მრევლი.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომლითაც რომში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაბადების დღეს ულოცავენ.

"ყველანი დარჩით სახლში,თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები" - რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველებს მიმართავს