სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი გარდაიცვალა - რას ჰყვებოდა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი, როგორ აიგო სამება? - კვირის პალიტრა

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი გარდაიცვალა - რას ჰყვებოდა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი, როგორ აიგო სამება?

69 წლის ასაკში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას არქიტექტორის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

არჩილ მინდიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და ღირსების ორდენების კავალერი იყო. ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორისაა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004).

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში არქიტექტორმა გრანდიოზულ პროექტზე მუშაობის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

"ვიმუშავე აფხაზეთის უნიერსიტეტის პროეტქზე, ბორჯომში სანატორიუმების კომპლექსზე, ასევე ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტზე (ოსური და ქართული დასის თვის იყო განკუთვნილი). ვმონაწილეობდი მიუსერაში მიხეილ გორბაჩოვისთვის აშენებულ აგარაკზე. უამრავამრავი კონკურსის ლაურეატი ვარ, მაგრამ საკათედრო ტაძრისთვის გამოცხადებულმა კონკურსმა მაინც ყველას გადააჭარბა".

- ვინ გადაწყვიტა, რომ აგებულიყო სამების საკათედრო ტაძარი?

- უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო განჩინება, უფლის სადიდებლად, საქართველოს დედაქალაქში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აგებულიყო, რომელიც იმ დიდი გავლილი გზისა და შედევრების ფონზე, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვაქვს, თანამედროვესთან სინთეზში წარმოჩენილიყო. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც რასაკვირველია, ყველა არქიტეტორს უნდოდა მონაწილეობა, არავის ჰქონდა იმ პერიოდისთვის აგებული ახალი ტაძარი, მითუმეტეს, საკათედრო. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტურისთვის მოვემზადე. მეუღლეს სოფელი აქვს ხარგაულში, ლამაზ მთიან ადგილას და იქ წავედი, ჩავიკეტე და ვმუშაობდი, რომ ჩამოვედი, პროექტი წარვადგინე. უწმინდესმა, წმინდა სინოდმა, ჟიურიმ ჩემი პროექტი საკათედრო ტაძრის ასაგებად აირჩია.

- მართლაც გრანდიოზული მაშსტაბებია.

- არსებობს რუსების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სამება სიდიდით და მასშტაბით, მე-8 ადგილზეა. დანარჩენი, ევროპის მასშტაბით, სამართლმადიდებლო და არასმართლმადიდებლო სამყაროში მესამე ადგილს გვაკუთვნებენ, მაგრამ პატრიარქს ნათქვამი აქვს: "მათი ტაძარი დიდია, მაგრამ ჩვენი დიდებული". ისე არ მოხდა, მუშაობა პირდაპირ სამებით დგავეწყო, თუმცა სამებაზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობდა. მანამდე რამდენიმე ტაძრის აგება მოვასწარი. პირველი თემქაზე სამნავიანი ბაზილიკა, ამაღლების ტაძარი საბურთალოს პანთეონთან და შემდეგ ძმათა სასაფლაოზე, ისევ საბურთალოზე, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ერთნავიანი. ისე გამოდის, რომ ჩემი პროექტები ზეცისკენ უფრო მიისწრაფის, ვიდრე მიწისკენ, - რაღაც თავისთვად ასე გამოდის. იხილეთ სრულად