"...ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე...ფარისევლობაა თუ რაღაც კიდევ ახალი ვირუსი" - კვირის პალიტრა

"...ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე...ფარისევლობაა თუ რაღაც კიდევ ახალი ვირუსი"

მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ტაძარში მოქალაქეების სიარულის  და ერთი კოვზიდან ზიარების თემა. სწორედ ამ საკითხს ეხმაურება სოციალურ ქსელში პოეტი რატი ამაღობელი:

"ღმერთს რომ სთხოვოთ წონაში დაკლება, თქვენ საამისოდ არაფერი გააკეთოთ და მთელი დღეები თქვენი გასტრონომიული ვნებების მიხედვით ჭამოთ სვათ და შესაბამისად სასწორსაც არ ენდოთ, რომელიც თქვენს რეალურ წონას აჩვენებს, რადგან მხოლოდ უფლის იმედი გაქვთ და მისგან სასწაულს ელით, დაახლოებით ღმერთის ამგვარ რწმენასთან გვაქვს საქმე საქართველოში, არა მარტო მორწმუნეთა მხრიდან, არამედ არაერთი მეცნიერისა და ექიმისგანაც, ეს აღარ ვიცი ფარისევლობაა თუ რაღაც კიდევ ახალი ვირუსი, რომლის შესახებაც ცნობიერებამ ჯერ არაფერი იცის", - წერს რატი ამაღლობელი.